Saturday, 17 July 2010

სათაფლიას – მღვიმე

პროექტის სახელი : სათაფლიის მღვიმე

v *პრობლემა: ბუნების საჩუქარი, სათაფლიის მღვიმე არის კულტურული მემკვიდრეობა,რომლის დაცვა თითოეული ჩვენგანის მოვალეობაა, მომავალ თაობას უნდა ჰქონდეს პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა, რათა გადაარჩინოს,შეისწავლოს და დაიცვას ეს ძეგლი.

v *მნიშვნელობა აქტუალობა:სათაფლიისა და ნავენახევის მღვიმეები არის კასტრულ -- სპელეოლოგიური წარმონაქმნი, ასეთი მღვიმეები ძალზე იშვიათია მსოფლიოში, ისინი შეიცავენ ინფორმაციას კაცობრიობის არქაული ეპოქის შესახებ. მოსწავლეები დამოუკიდებლად მოიძიებენ ინფორმაციას და გაიღრმავებენ ცოდნას.

v პროექტის მოკლე აღწერა:მოეწყობა ექსკურსია ქუთაისთან ახლოს მდებარე სათაფლიის მღვიმეში.მოსწავლეები დაათვალიერებენ, შეისწავლიან მის ისტორიულ, გეოგრაფიულ მახასიათებლებს. მოიძიებენ ინფორმაციას საცნობარო ლიტერატურაში, გაესაუბრებიან მეცნიერებს, ასევე მოიძიებენ მასალას ინტერნეტში, შემდეგ განათავსებენ საიტზე.

v პროექტის სრული აღწერა:მოსწავლეები შეისწავლიან სათაფლიის მღვიმის ისტორიას,გაეცნობიან მისი პირველაღმომჩენის პეტრე ჭაბუკიანის (1925წ.) მიერ მოპოვებულ მასალებს გაესაუბრებიან გეოლოგებს, სპელეოლოგებს, ბიოლოგებს(დინოზავრის ნაკვალევის შესახებ).მოძიებული მასალების მიხედვით დაამზადებენ ბეჭდურ და ელექტრონულ ჟურნალებს, მოაწყობენ პრეზენტაციას სლაიდშოუს სახით, ფოტოგამოფენას, მოძიებულ მასალას განათავსებენ ინტერნეტში.

v მონაწილეთა ასაკი: 14-15წელი

v ვადები და ხანგრძლივობა 3-4თვე

v პროექტის შესაძლო აქტივობები კლასში: მოსწავლეები მუშაობენ წყვილებში და ინდივიდუალურად, ერთმანეთს გაუზიარებენ მოპოვებულ ინფორმაციას, გამართავენ დისკუსიას, წარმოადგენენ სურათებს სლაიდშოუს სახით, მოაწყობენ მასალების გამოფენას, მეგობრებს და სტუმრებს გააცნობენ თავიანთ ნამუშევრებს.

v მოსალოდნელი შედეგები/ პროდუქტები: მოაწყობენ პრეზენტაციას, დაამზადებენ ბეჭდურ და ელექტრონულ ჟურნალებს,მასალებს გამოაქვეყნებენ ინტერნეტში, რათა ხელმისაწვდომი იყოს სხვა კლასისა თუ სხვა სკოლის მოსწავლეებისათვის. ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე მოსწავლეებს ჩამოუყალიბდებათ კვლევის, მასალის დამუშავების, ანალიზისა და კომუნიკაციის უნარ - ჩვევები.

v სამუშაო ენა: ქართული

v კავშირი საგნებთან ( ე.ს.გ) მოსწავლეები ერთმანეთს დაუკავშირებენ მღვიმის წარმოშობის ისტორიას, გეოგრაფიას - სპელეოლოგიურ და კასტრულ მახასიათებლებს; ბიოლოგიას - დინოზავრების არსებობისა და გადაშენების უტყუარ ნიშანს - ნაკვალევს, რომელიც 200 - მდე არის აღმოჩენილი.

v როექტის იდეის ავტორი :ელენე ფუტკარაძე

v ავტორის ელ–ფოსტა: putkaradze.elene90gmail.com

No comments:

Post a Comment